ფეხბურთი

17:52 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" კიეზას სანაცვლოდ 40 მილიონს და ნაინგოლანს დათმობს

მილანის „ინტერი“ ფლორენციის „ფიორენტინადან“ ფედერიკო კიეზას გადაბირებას ცდილობს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდი მზადაა იტალიელი შემტევის დასამატებლად არაფერი დაიშუროს.

„ინტერი“ „ფიორენტინასთვის“ 40 მილიონი ევროსა და რაჯა ნაინგოლანის შეთავაზებას აპირებს. ბელგიელი ახლა იჯარით „კალიარიში“ თამაშობს, მაგრამ მილანელთა საკუთრებაში იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის კიეზას „ინტერის“ გარდა ტურინის „იუვენტუსიც“ ეპატიჟება და დიდი შანსია, რომ მისი კარიერა ერთ-ერთ კლუბში გაგრძელდეს.

0.117851