იტალიის სერია A-ს კლუბებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს და ყველა, ოცივე გუნდი შეთანხმდა, რომ სეზონი უნდა გაგრძელდეს. ინფორმაცია Lega-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაში გვსურს თუ ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ჯანმრთელობის სტანდარტებისა და ოქმების დაცვით. ჩვენ აგრეთვე ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინასთან“, - თქვა Lega A-ს პრეზიდენტმა პაოლო დალ პინომ.
ჯერჯერობით როდის განახლდება იტალიის ჩემპიონატი უცნობია. თუმცა, ვიცით, რომ 4 მაისიდან ბაზაზე ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ვარჯიშის უფლება მიეცემათ, ხოლო 18 მაისიდან გუნდურად.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და „იუვენტუსი“ „ლაციოს“ 1 ქულით ქულით უსწრებს.