ფეხბურთი

0:56 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "თავიდან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი და დაცვაში თამაში არ მომწონდა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში ნახევარმცველი იყო და დაცვაში თამაში არ მოსწონდა. თუმცა, ახლა ნიჭიერი მცველი ხვდება, რომ ეს ძალიან წაადგა.

„დაახლოებით 15 წლამდე შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, რამდენიმე გოლიც გავიტანე და საგოლე პასიც შევასრულე. შემდეგ მოულოდნელად მითხრეს, რომ ჩემი კარიერისთვის დაცვაში თამაში აჯობებდა. თავდაპირველად არ მომწონდა დაცვაში თამაში, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილება ძალიან მეხმარება და ბედნიერი ჩემი კარიერის განვითარებით.

ვან დეიკთან ვფიქრობ, კარგი წყვილი შევქმენი და შესანიშნავია მასთან ერთად თამაში. „იუვენტუსში“ კი ბონუჩის და კიელინის გვერდით ვარ, მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, რადგან უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ“, - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 27 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.110647