ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და ამჟამად „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა არგენტინაში ჩემპიონატის დროზე ადრე დასრულებით ბედნიერი არაა.
როგორც დიეგომ აღნიშნა, კორონავირუსთან საბრძოლველად ღმერთის ხელია საჭირო.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვზეიმობთ ჩემპიონატის შეწვეტას და ლიგიდან გავარდნის აკრძალვას, გვინდა მოედანზე დავბრუნდეთ და მივყვებით აღებულ გეზს. პანდემიის დასრულების შემდეგ ხალხი ჯანმრთელი და ბედნიერი დაუბრუნდება ცხოვრებას. ვირუსის დასასრულებლად „ღმერთის ხელია“ საჭირო“, - თქვა მარადონამ.
შეგახსენებთ, 1986 წელს ინგლისის ნაკრებში ხელით გატანილი გოლის შემდეგ დიეგომ ეპიზოდი ღმერთის ხელით დაასათაურა.