ფეხბურთი

1:50 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი "შტურმის" ისტორიაში: კიტეიშვილი ავსტრიულმა მედიამ გამოარჩია

ავსტრიულმა გამოცემა Spox-მა გრაცის „შტურმის“ ისტორიაში 15 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მეათე ადგილზე ქართველი ოთარ კიტეიშვილია.

„ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი „შტურმის“ ისტორიაში. ის „დინამო თბილისიდან“ 2018 წლის ზაფხულში გადმოვიდა და მას შემდეგ ნახევარდაცვაში შეუცვლელია. ტექნიკურად ალბათ გრაცელთა რიგებში საუკეთესოა. რამდენ ხანს შეძლებს კლუბი მის შენარჩუნებას?“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 760 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდეგ 59 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

„შტურმის“ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებში მოხვდა გორდონ შინდელფელდი, რომელიც ამჟამად ქართველების ფამაგუსტას „ანორთოსის“ კაპიტანია. ყველაზე მეტი კი ავსტრიულმა გუნდმა ჩარლს ამოას სანაცვლოდ (3.9 მილიონი ევრო) გადაიხადა.

0.151515