„ვალენსიას“ იტალიელმა ნახევარმცველმა ალესანდრო ფლორენციმ „რომასა“ და „ბარსელონას“ მატჩი გაიხსენა, როდესაც „ჯალოროსიმ“ ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან დაუჯერებელ სტილში გააგდო.
„გოლის ზეიმის დროს მას თმებში ხელი დავავლე, რადგან მანოლასი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშამდე ამბობდა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით. 25-დან 24 ფეხბურთელს სჯეროდა, მაგრამ ის ტრიგორიაში დილიდან საღამომდე იმეორებდა: „კარგით რა, ისინი მონსტრები არიან, ვერ შევძლებთ.
ბარსელონაში 1:4 წაგების შემდეგ უცნაური შეგრძნება გვქონდა, თავს დამარცხებულად არ ვგრძნობდით. სიცოცხლის თამაში რომ გვეთამაშა, ამას ნამდვილად გავაკეთებდით და გასახდელშიც ეს ვუთხარით ერთმანეთს“, - აღნიშნა ფლორენციმ.
შეგახსენებთ, „რომამ“ 2017-2018 წლების სეზონში „ბარსელონასთან“ „კამპ ნოუზე“ პირველი თამაში 1:4 წააგო, მაგრამ სახლში 3:0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. გამარჯვების გოლი კი სწორედ კოსტას მანოლასმა გაიტანა.