„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში ბრუნდება. Record-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს ხანგრძლივი კარანტინი მადეირაში დასასრულს მიახულოვდა.
რონალდუს ტურინში სამშაბათ საღამოს ელოდებიან, სადაც კერძო თვითმფრინავით დაბრუნდება
კრიშტიანუ სამშობლოში 8 მარტიდან მოყოლებული იმყოფება და თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მოუწევს ტურინში ჩასვლა. მოგეხსენებათ, იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კლუბები 4 მაისიდან ინდივიდუალურ, ხოლო 18 მაისიდან გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდებიან.