კალათბურთი

18:02 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ხელფასის შემცირებით კმაყოფილია

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია კმაყოფილია მოთამაშეებთან მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმად ხელფასები 20%-ით შეუმცირდათ.

ELPA (ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია) ვიცე-პრეზიდენტმა შენგელიამ აღნიშნა, რომ კალათბურთელების ერთიანობა ასეთ მომენტში მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო „ბასკონიას“ გადადგმული ნაბიჯისთვის და შეთანხმების მიღწევაში დახმარებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ვარჯიშს ინდივიდუალურად და ვცდილობთ ფორმა შევინარჩუნოთ სეზონის განახლების გამო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს და სუპერმარკეტების თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიის პირობებში წინა ხაზზე მუშაობენ. სიამოვნებით ვიხილავდი მათ მალე საკალათბურთო დარბაზში“, - ციტირებს შენგელიას სიტყვებს Mundo Deportivo.

0.117448