თურქული „ტრაბზონსფორი“ გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. როგორც გამოცემა fanatik-ი წერს, ზაფხულში კლუბის მთავარი სამიზნე ორი ფეხბურთელი იქნება, ჩაკვეტაძე და „ჰაპოელის“ მოთამაშე მოჰამედ აბუ ფანი.
ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი „ტრაბზონსფორის“ პრეზიდენტია, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. Transfermarkt-ი ქართველ შემტევს 6 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „გენტი“ უფრო მეტს მოითხოვს.
თურქულ კლუბში კი ჩვენებური 34 წლის არგენტინელი შემტევის, ხოსე სოსას მემკვიდრედ ესახებათ. ცნობისთვის, ჩაკვეტაძე ბოლო დროს იტალიურ „რომას“ და ფრანგულ „ბორდოსაც“ დაუკავშირეს.
ჩვენებურმა 2019-2020 წლების სეზონში „გენტში“ ჩატარებულ 12 მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა, კონტრაქტი კი ბელგიურ გუნდთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.