ფეხბურთი

12:27 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს და თვალი ედინსონ კავანის დაადგა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, არაა გამორიცხული ურუგვაელი იტალიაში დაბრუნდეს.

33 წლის კავანის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და გადაწყვეტილია, რომ პარიზს დატოვებს. ამიტომაც, ტურინელები მის ხელში ჩაგდებას უფასოდ ეცდებიან.

რაც შეეხება იგუაინს, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პრაქტიკულად გადაწყდა, რომ „იუვენტუსს“ დატოვებს.

კავანი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს, მაგრამ მანამდე სახელი სწორედ სერია A-ში გაითქვა, როდესაც „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ გოლეადორი იყო.

0.113752