გამოცდილი გერმანელი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ფეხბურთის დაბრუნების მომხრეა. მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთელი სამყაროსთვის, რადგან ხალხს ფეხბურთი უყვარს.
„ფეხბურთის განახლება მნიშვნელოვანი იქნება არამარტო ეკონომიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად მთელი კაცობრიობისთვის. ხალხი ფეხბურთზე მიჯაჭვულია და მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება იმ სფეროში დაბრუნება, რაც აინტერესებთ. ვფიქრობ, ეს იქნება სიგნალი, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს“, - თქვა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, ბუნდესლიგის განახლებას 9 მაისს გეგმავენ, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ.