იტალიის სერია A-ს კლუბები 4 მაისიდან საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„4 მაისიდან პროფესიონალ სპორტსმენებს შეეძლებათ საწვრთნელ პროცესს დახურულ კარს მიღმა და სოციალური დისტანციის დაცვით დაუბრუნდნენ“, - განაცხადა კონტემ.
როგორც ხედავთ 4 მაისს დაბრუნება გარკვეულწილად მოხდება და ფეხბურთელები ვარჯიშს მხოლოდ ინდივიდუალურად შეძლებენ. პროგრამა ასეთია:
4 მაისი - სერია A-ს ფეხბურთელებს შეუძლიათ საკუთარი კლუბების ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშონ.
18 მაისი - სპორტულ ცენტრებში შესაძლებელი იქნება ჯგუფური საწვრთნელი პროცესის განახლება.
31 მაისი - სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღი (არაოფიციალური).