ფეხბურთი

18:56 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "დელ პიერო და ტოტი მსოფლიო ჩემპიონები ჩემი წყალობით გახდნენ"

იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის უპასუხა. ვეტერანმა მცველმა ლეგენდარულ შემტევებს შეახსენა, რომ მსოფლიო ჩემპიონებით მისი წყალობი გახდნენ.

„ორი ფენომენი, ტოტი და დელ პიერო გუშინ საუბრობდნენ, რომ „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგეს და კანავარომ მოიგო... ამ ორიდან მსოფლიო ჩემპიონატზე (2006 წელს) ალე არ თამაშობდა (იგულისხმა, რომ შეცვლებზე ერთვებოდა - რედ), ტოტი კი თამაშობდა, მაგრამ ფაქტობრივად იდგა. ამიტომ, მე მათ ვეუბნები ხოლმე: მსოფლიო თასი ჩემი წყალობით მოიგეთ!“ - იხუმრა კანავარომ ერნან კრესპოსთან ლაივის დროს.

შეგახსენებთ, 2006 წელს მუნდიალზე კანავარომ შვიდივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და წლის ბოლოს "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო იმავე მსოფლიო ჩემპიონატზე ტოტიმ 7 თამაშში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო დელ პიერომ ხუთ მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.126589