ფეხბურთი

14:43 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილი მსაჯი: "მარადონა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პიროვნება იყო ვინც მინახავს"

ყოფილი მსაჯი ედგარდო კოდესალი, რომელმაც მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და გერმანიას შორის იმსაჯა, განაცხადა, რომ დიეგო მარადონას გაძევება მატჩის დაწყებამდე შეეძლო.

მექსიკელი არბიტრი იხსენებს, რომ ის გერმანიის ჰიმნის დროს უღირსად მოიქცა და წითელი ბარათის მიცემა შეეძლო.

„შემეძლო მარადონა ჰიმნის შეურაცხყოფისთვის გამეძევებინა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სიტუაციას ვაკონტროლებდი. როდესაც მონსონის გაძევება გადავწყვიტე, მარადონა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ფიფას სახელფასო ქურდი ვიყავი.

მინახავს, რომ მარადონა მოედანზე ექსტრაორდინალურ საქმეებს აკეთებდა, როგორც ფეხბურთელი საუკეთესო იყო, მაგრამ როგორც ადამიანი უსიამოვნო გახლდათ, ერთ-ერთი ყველაზე უარესი, ვინც ცხოვრებაში მინახავს“, - თქვა კოდესალმა.

0.113872