ფეხბურთი

21:57 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაჯოს ყოფილი თანაგუნდელი: "რობერტო მარადონას დონეზე უნდა დამდგარიყო"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ Sky Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ რობერტო ბაჯო დიეგო არმანდო მარადონას დონეზე უნდა დამდგარიყო.

„რობერტოსთან ერთად ექვსი სეზონი ვითამაშე (ხუთი „იუვენტუსში“, ერთი „ბოლონიაში“ - რედ), ყურადღება ყოველთვის მასზე მახვილდებოდა, როდესაც ბურთი მას ჰქონდა ფეხბურთელი ყველაზე ლამაზი იყო. რა მოიგო და რა არ მოიგო, სად ითამაშა და სად არ ითამაშა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოედნის გარეთაც საოცარი იყო, მშვიდი და საიმედო, ბურთთან ერთად არაჩვეულებრივი უნარები ჰქონდა, სწორედ ამიტომ მწვრთნელებს არ მოსწონდათ, მათ სხვა ხედვა ჰქონდათ. მარადონას დონეზე უნდა დამგდარიყო.

1993 წელს უეფას თასი მისი რამდენიმე საოცარი საჯარიმო დარტყმებით მოვიგეთ, ის საუკეთესო იყო და შეუძლებელი გახლდათ, რომ „ოქროს ბურთი“ ვერ მოეგო. ჩემთვის პატივია, რომ მისთვის ბევრი საგოლე პასიც გამიკეთებია. ჯარიმებს მართლაც საოცარ სტილში ასრულებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა დისტანციას კარამდე“, - თქვა მაროკიმ.

შეგახსენებთ, ჯანკარლო მაროკი ბაჯოს თანაგუნდელი „იუვენტუსში“ 1990-1995 და „ბოლონიაში“ 1997-1998 წლებში იყო. გარდა ამისა, 1988-1991 წლებში ერთად რამდენჯერმე იტალიის ნაკრებშიც უთამაშიათ.

0.137447