ფეხბურთი

1:55 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა უმაყურებლოდ, ნიღბებით და სხვა შეზღუდვებით

გერმანიის შრომის სამინისტრომ გაავრცელა უსაფრთხოების წესები, რომლის დაცვა გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელებს მოუწევთ.

გერმანიაში ჯერ კიდევ არსებობს ჰიპოთეზა, რომ სეზონი 9 მაისს განახლდება (თუმცა სხვა თარიღებიც განიხილება). შედეგად, ფეხბურთელებს ნიღბებით თამაში მოუწევთ, რომ კორონავირუსის ინფექციის რისკებისგან თავი დაიცვან. თუ რომელიმე ფეხბურთელს ნიღაბი მოძვრება, მსაჯი იძულებული იქნება თამაში დროებით შეაჩეროს.

იგეგმება სხვა შეზღუდვების შემოღებაც, ხოლო უმაყურებლოდ თამაში უკვე გადაწყვეტილია. Spiegel-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილსუნდა მიიღონ.

თეგებიბუნდესლიგა
0.11878