ფეხბურთი

1:25 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სეზონს დავასრულებთ, თამაშზე უარს ვერცერთი გუნდი ვერ იტყვის!"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დარწმუნებულია, რომ სეზონის დასრულებას მოახერხებენ. როგორც მან თქვა, თამაშზე უარს ვერცერთი გუნდი ვერ იტყვის და თუ წინააღმდეგობას გაუწევენ, ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

„სეზონის საბოლოო გაჩერება დღემდე არ განხილულა არც ჩვენს და არც უეფას მიერ. 31 ივლისამდე, ცოტა უფრო შორსაც შეგვიძლია თამაში. დარწმუნებული ვარ სეზონს დავასრულებთ. გვინდა, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ მდოგმარეობას, რადგან ძალიან ბევრი ოჯახია ფეხბურთზე დამოკიდებული. ჩვენ ზარალი 1 მილიარდ ევროდ შევაფასეთ თუ თამაშს არ დავუბრუნდებით, ხოლო უმაყურებლოდ თამაშის შემთხვევაში 300 მილიონს ვიზარალებთ.

ვმუშაობთ როგორ დავასრულოთ ეს სეზონი და როგორ დავიწყოტ მომდევნო, გვაქვს სხვადასხვა კალენდარული ჰიპოთეზა.

დიდი შანსია, რომ ფახურულ კარს მიღმა დეკემბრამდე ვითამაშოთ. ეს გავლენას მოახდენს სატრანსფერო ბაზარზეც. თუ რომელიმე კლუბი უარს იტყვის თამაშზე ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის მიუხედავად, ის დაჯარიმდება ტექნიკური წაგებით, რაც აქამდეც მომხდარა“, - თქვა ტებასმა.

0.114918