ფეხბურთი

23:27 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი 2006 წლის მუნდიალის დეტალებს იხსენებს: "ყველაფერი წინასწარ დაწერილი იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ინსტაგრამში ფაბიო კანავაროსთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ძირითადად 2006 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც იტალიის ნაკრებში ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ლიპიმ ბევრი დეტალი გაიხსენა, რაც აქამდე უცნობი და ვიფქრობთ, სიანტერესო წასაკითხი იქნება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის ნაამბობი.

მითიური ნახევარფინალი გერმანიასთან

ეს თამაში ნახევარდაცვაში არ მიმდინარეობდა. ან ჩვენ ვუტევდით, ან ისინი. დაცვაში წარმოუდგენლად ვთამაშობდით. კანავარო, ბუფონი, მატერაცი, ძამბროტა, გროსო, გატუზო და პირლო მთელი დღე მზად იყვნენ გოლიც არ გაეშვათ. დიახ, პირლოც, მისი გადალახვა ჩვენს საჯარიმომდე ადვილი არ იყო. მთელი თამაში დელ პიერო მიყურებდა, მემუდარებოდა მოედანზე შემეშვა და როდესაც ეს გავაკეთე, სათადარიგო სკამზე ვთქვი, ნახეთ, გოლს გაიტანს. ასეც მოხდა, მთელი სტადიონი დაფარა და გოლი გაიტანა.

პენალტების შემსრულებლების არჩევა ფინალში

თამაშამდე ყველაფერი ფურცელზე დავწერე, ძირითადი შემადგენლობაც და პენალტების 5-6-7 დამრტყმელი. თუმცა, როდესაც თამაში დასრულდა, მათგან მხოლოდ სამი იყო მოედანზე, ზოგიერთი შევცვალე, ზოგიერთს არ უთამაშია. ვფიქრობ, რომ საუკეთესო შემსრულებლები თავიდან უნდა ურტყამდნენ, ასე უფრო ადვილია, როდესაც სერიიას კარგად იწყებ, მერე უფრო ადვილდება. პირლო და მატერაცი პირველი-ორი იყო სიაში, ისინი კარგი შემსრულებლები იყვნენ. მესამე დელ პიერო იყო, მეოთხე დე როსი. დელ პიერო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მეხუთე იქნებოდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში („აიაქსთან“ 1996 წელს - რედ). მე კი არ დავეთანხმე, რომელ ფინალში, იქ საერთოდ არ მოგიწია დარტყმა, ალექს! იმ ფინალში მეოთხე პენალტის შემდეგ მოვიგეთ, როდესაც იუგოვიჩმა გაიტანა, დელ პიეროს დარტყმა საჭირო არ გამხდარა. ამიტომ, არ მინდოდა მეხუთე ყოფილიყო. შემდეგ ჩემთან დე როსი მოვიდა და მითხრა, რომ მესამე თავად იქნებოდა, ამიტომ, დელ პიერო სიაში მეოთხე ჩავწერე. თუმცა არ ვიცოდი ვინ იქნებოდა ბოლო, მეხუთე. მიმოვიხედე, გროსო დავინახე და ვუთხარი: მეხუთე შენ დაარტყამ! ძალიან გაუკვირდა და მიპასუხა: „როგორ, მე?!“ კი, შენ, რადგან ბოლო წუთების კაცი ხარ. მან ავსტრალიასთან ბოლო წუთზე პენალტი მოიპოვა, გერმანიასთან გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი თითქოს წინასწარ დაწერილი იყო, ვიცოდი, რომ პენალტების სერიაში მოვიგებდით.

კალჩოპოლის სკანდალი და ჩემპიონობა

კალჩოპოლმა დიდი ძალა მოგვცა. ყველა ის ცუდი ამბავი, რაც ჩვენს მიღმა ვითარდებოდა, საკუთარ ძალად ვაქციეთ. იმ გუნდს 2 წელი ვაშენებდით, მუნდიალამდე ამხანაგური მატჩები ჰოლანდიასა და გერმანიას ადვილად მოვუგეთ.

კრისტიან ვიერი განაცხადს მიღმა

ვიერის ტრავმა რომ არ მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად წავიყვანდი. სეზონის მიმდინარეობისას „მილანში“ ძალიან ცოტას თამაშობდა და ვუთხარი: „თუ ასე ცოტას ითამაშებ, უბრალოდ არ შემეძლება სიაში შეგივყვანო“. ამიტომ, იანვარში „მონაკოში“ გადავიდა, რომ პრაქტიკა ჰქონოდა. თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო. როდესაც ჩემპიონები გავხდით ძალიან განიცდიდა, რომ ტრავმის გამო ჩემპიონობა დაკარგა. რომ არა ეს, ჩვენთან ერთად იქნებოდა.

პაოლო მალდინის უარი

დიდი სიამოვნება იქნებოდა მალდინის ნაკრებში დაბრუნება და ეს ვთხოვე, მან კი მიპასუხა: „ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება თქვენთან თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობის დროს მივიღე. ახლა დაბრუნება მისდამი უპატივცემულობა იქნება, რადგან ნაკრებში დაბრუნებას ისიც მთხოვდა, მაგრამ უარს ვეუბნებოდი“.

რობერტო ბაჯოსთან ურთიერთობა

იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ გვქონდა. ბევრი რამ ითქვა ამაზე, თუმცა, ძალიან ბევრი არასწორი და გაზვიადებული. მისთვის არასდროს მითხოვა, რომ ფეხბურთელები დაესმინა და არასდროს მიმაჩნდა, რომ რობერტო ჯაშუში იყო.

0.12498