იტალიური „ბოლონიას“ ყოფილი პრეზიდენტი ჯუზეპე გაცონი ფრასკარა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „როსობლუს“ ვებგვერდი ადასტურებს.
გაცონის სახელს „ბოლონიას“ საკმაოდ წარმატებული წლები უკავშირდება, როდესაც გუნდს 1993-2001 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო მის მფლობელობაში 2005 წლამდე დარჩა.
გაცონის პერიოდში „ბოლონიამ“ უეფას თასის ნახევარფინალში გასვლა და ინტერტოტოს თასის მოგება მოახერხა. მოკრძალებულ იტალიურ გუნდში სწორედ მან მიიყვანა იტალიური ფეხბურთის ლეგენდები, რობერტო ბაჯო და ჯუზეპე სინიორი.