ფეხბურთი

22:49 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "შეიძლებოდა ჩემი კარიერა "ლაციოში" დაწყებულიყო"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ შეიძლებოდა მისი კარიერა „რომას“ ნაცვლად „ლაციოში“ დაწყებულიყო.

გარდა ამისა, ფრანჩესკო არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი კრისტიანი ერთ დღეს „ლაციოში“ აღმოჩნდეს. კრისტიანი ამ ეტაპზე „რომას“ აკადემიაში ვარჯიშობს.

„რვა წლის ვიყავი და ლოდიგიანში ვთამაშობდი. სკაუტებმა დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს: „სინიორა, ორი ვარიანტია, „რომაში“ ან „ლაციოში“ წასვლა. ჩემმა ძმამ მაგიდას ხელი დაარტყა, უნდოდა „რომაში“ წავსულიყავი,, მაგრამ ბაბუას „ლაციო“ მოსწონდა. მეორეს მხრივ მამაჩემი „ჯალოროსის“ დიდი გულშემატკივარი იყო. საბოლოოდ მათ არჩევანი გააკეთეს და იცით, როგორიც.

რომაულ დერბიში როდესაც გოლს ვიტანდი, არასდროს წაგვიგია. ყველაზე კარგად 5:1 მოგება მახსენდება, ჩემი რჩეული საღამოა. პერუცი თავზე გადავუგდე ბურთი, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო, ნამდვილი მონსტრი. ყველაზე ცუდი დერბი რა თქმა უნდა, 2013 წლის 26 მაისს, როდესაც თასის ფინალში წავაგეთ. წარმოუდგენელი დაძაბულობა იყო. მინდა დერბი ფინალში ისევ ვნახო და დე როსის დავპირდი, რომ კურვა სუდთან ერთად ვუყურებთ.

„ლაციოს“ ყველაზე ძლიერი მოთამაშე? ნესტა, ის „ლაციოს“ სიმბოლოა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. კრანიოტის პერიოდში „ლაციო“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო.

ჩემ შვილ კრისტიანს თუ „ლაციო“ დაუკავშირდება? დავფიქრდები. ის არ არის ახალი ტოტი, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვცდილობ ვაკონტროლო“, - აღნიშნა ტოტიმ.

0.118037