„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფლორენ სინამა პონოლემ სტივენ ჯერარდისა და ელ ჰაჯი დიუფის ჩხუბი გაიხსენა. სენეგალელი „ლივერპულში“ 2002 წლის მუნდიალზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ „ენფილდ როუდზე“ ფეხი ვერ მოიკიდა.
„წითლებში“ დიუფის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ჯერარდთან ჩხუბია, რომელთანაც სხვათა შორის კარგი ურთიერთობა არც მომავალში ჰქონია.
„ეს მოხდა წინასასეზონო მატჩის შესვენებაზე და გაოგნებული დავრჩი ჯერარდისა და დიუფის დაპირისპირებით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც ასე იქცევიან?
ჯერარდს უნდოდა დიუფს მისთვის პასი უფრო ხშირად მიეცა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დიუფი ინგლისურად ძალიან ცუდად საუბრობდა, ამიტომ ჟერარ ულიესთან მივიდა („ლივერპულის“ მაშინდელი მწვრთნელი - რედ) და ფრანგულად უთხრა: „გადაეცი, რომ დედამისთან მივდივარ“, - გაიხსენა პონოლემ.
შეგახსენებთ, დიუფი „ლივერპულიდან“ „ბოლტონში“ გადავიდა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა, მოგვიანებით კი „ბლექბერნსა“ და „რეინჯერსში“ ითამაშა.