სანტანდერის „რასინგს“ გიორგი პაპუნაშვილის გამო „სარაგოსასთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
როდესაც ქართველი სანტანდერში იჯარით გადავიდა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად თუ პაპუნაშვილი 15 მატჩს არ ითამაშებდა, „რასინგს“ არაგონელებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.
საქმე ისა წარიმართა, რომ ეს თითქმის გარდაუვალია. ამ დროისთვის ჩვენებურს „რასინგის“ რიგებში მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული და სეზონი შეწყვეტილია. კიდევ 11 მატჩის ჩატარება კი პრაქტიკულად გამორიცხულია.
გარდა პაპუნაშვილისა, „სარაგოსას“ კიდევ ორი ფეხბურთელი ჰყავს ქვედა ლიგის გუნდებში განათხოვრებული და კომპენსაციას მათ შემთხვევაშიც მიიღებს. მთლიანობაში კი ეს თანხა 1 მილიონ ევროს უტოლდება, რაც კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში კლუბისთვის დამატებითი და მნიშვენლოვანი შემოსავალი იქნება.