ფეხბურთი

23:05 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ფეხბურთელს კორონავირუსი მეორედ აღმოაჩნდა

ბერგამოს „ატალანტას“ მეკარე მარკო სპორტიელო კორონავირუსიგან ვერ განიკურნა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ორი უარყოფითი ტესტის შემდეგ, მესამე ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა.

შედეგად, იტალიელი კიპერი ეპიდემიას ისევ ებრძვის და თვით იზოლაციაში ყოფნას განაგრძობს. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ბევრად უკეთესია.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში კორონავირუსით ყველაზე მეტად ბერგამო დაზარალდა, „ატალანტას“ ფეხბურთელებს შორის სპორტიელო ერთადერთია, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარკო კორონავირუსით დაახლოებით თვენახევარია დაინფიცირებული.

0.13502