ბრაზილიური მედია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც გამოცემა Veja საკუთარ ვებგვერდზე წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უეფას მიმართა.
OMS უეფას ურჩევს, რომ ფეხბურთის თამაში 2021 წლის ბოლომდე შეაჩეროს და ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებას ჯერ კიდევ 16 აპრილს აცნობეს.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სპორტული კალენდრის შესახებ არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია, ამიტომ, უეფა ვალდებული არაა მისი რჩევები გაითვალისწინოს.
როგორც იცით, უეფაში ჯერ კიდევ მიდის მუშაობა ახალი სპორტული კალენდრისა და სეზონის განახლების შესაძლო ვარიანტებზე.