ფეხბურთი

19:34 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "იანვარში "ინტერის" 25 ფეხბურთელიდან 23-ს სიცხე ჰქონდა და ახველებდა"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ბელგიელი იხსენებს, რომ დეკემბერ-იანვარში „ნერაძურის“ 25 ფეხბურთელიდან 23-ს სიცხე ჰქონდა და ახველებდათ.

თუმცა, ვინაიდან ტესტები არ გაუკეთებიათ და იმ დროს კორონავირუსის იტალიაში არსებობაზე ინფორმაცია არ არსებობდა, არ იცის იყო თუ არა ეს პანდემია, რომელმაც მსოფლიო დააპაუზა.

„დეკემბერში ერთი კვირა თავისუფალი გვქონდა, შემდეგ გუნდში დავბრუნდით და გეფიცებით 25-დან 23 ფეხბურთელი ავად იყო. ეს ხუმრობა არაა, „კალიარის“ ვხვდებოდით (26 იანვარს - რედ) და ჩვენმა მცველმა მატჩის დასაწყისში მოუწია მოედნის დატოვება (მილან შკრინიარს - რედ). მას თამაში აღარ შეეძლო. ყველას გვახველებდა და სიცხე გვქონა, ჩვეულებრივზე უფრო ცხელი ვიყავი, წლების განმავლობაში სიცხე არ მქონია და მაშინ პირდაპირ საწოლში დავწექი. ჩვენ იმ დროს კორონავირუსის ტესტები არ გაგვიკეთებია და ამიტომ არ ვიცით, რა იყო ეს", - თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

0.117602