ფეხბურთი

21:00 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გუნდი გაკოტრდა

ბელგიური კლუბი „ლოკერენი“, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს, ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა.

Hln.be-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კლუბი გაკოტრებულად გამოცხადდა, რადგან 5 მილიონი ევროს ვალის დაფარვა ვერ მოახერხა.

„ლოკერენი“ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან ვალის დაფარვის რესურსი არ გააჩნია.

აქვე გეტყვით,რომ ბერიძე კლუბის საკუთრებაში არაა და „გენტიდან“ იჯარით თამაშობდა.

0.109219