კორონავირუსის პანდემია ფეხბურთზეც დიდ დარტყმას განახორციელებს. საფრანგეთის დეპუტატი დანიელ კონ-ბენდი ფიქრობს, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელთა ფასები საგრძნობლად დაეცემა.
მისი განცხადებით, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. არადა, პანდემიამდე ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს აჭარბებდა.
თუმცა, კონ-ბენდი პრობლემას ვერ ხედავს ამ ყოველივეში და მიაჩნია, რომ ფეხბურთელები ნაკლები ღირებულების მიუხედავად, მოედანზე იგივე დონეს აჩვენებენ.