თამაშგარე

11:03 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქმრისგან მიტოვებული და "ინტერით" შეპყრობილი ერიონა (ფოტოგალერეა)

ფეხბურთში კარგად ჩახედულ ქომაგს ნამდვილად უნდა ახსოვდეს ამ უახლოეს წარსულში შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველი ბლერიმ ჯემაილი. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შუახაზელი, მაგრამ ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურა.

კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც „ბოლონიას“, „ჯენოას“, „ტორინოს“, „პარმასა“ და „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, ცოტა ხნის წინ კი ჩინეთში, „შენზენს“ მიაშურა. ბლერიმს ულამაზესი მეორე ნახევარი ჰყავდა, ერიონა სულეიმანი.

არა, პირმშვენიერი ერიონა წარსულ დროში მხოლოდ იმიტომ ვახსენეთ, რომ ჯემაილისთან სასიყვარულო ურთიერთობაა წარსული და არც ისე დიდი ხნის წინ გაშორდნენ. ალბანელმა მოდელმა ყურადღება ჯერ კიდევ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მიიპყრო, როდესაც მეუღლის საქომაგოდ შვეიცარიის ნაკრების მაისურში საგულდაგულოდ იმოსებოდა, იმის მიუხედავად, რომ იმავე ტურნირზე მშობლიური ალბანეთიც ირჯებოდა. ულამაზესი ერიონა ტრიბუნებზე თავისი შხვართი ფეხებით ყურადღებას იმდენად იქცევდა, რომ ირგვლივ მსხდომთ მეტწილად მინდორზე განვითარებული მოვლენები აქა-იქ თუ ანაღვლებდათ.

სხვათა შორის, ალბანელი ლამაზმანი მილანის „ინტერის“ თავგადაკლული ქომაგია და როგორც თავად ამბობს, დღეს საყვარელი გუნდიდან ყველაზე მეტად ანტონიო კონტე მოსწონს, რომელშიც დიდ პროფესიონალიზს აფასებს. კონტე იქით იყოს და, ბლერიმ ჯემაილი რაზე ფიქრობდა ნეტავ, ასეთი გოგო წარსულში რომ დატოვა...

0.115131