ფეხბურთი

11:35 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "2010 წელს ლავეცის გამო ვიტირე"

დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ ეზეკიელ ლავეცის გამო იტირა. დიეგომ 2010 წლის მუნდიალი გაიხსენა, როდესაც არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა და 23-კაციან შემადგენლობაში ლავეცი არ შეიყვანა.

მარადონა იხსენებს, რომ მაშინ „ნაპოლის“ ფეხბურთელის გამო იტირა:

„2010 წელს ლავეცი ერთადერთი იყო, რომელიც შემადგენლობას მიღმა დავტოვე. არჩევანი მასსა და მარტინ პალერმოს შორის უნდა გამეკეთებინა და „ელ ტიტანის“ დიდი ვალი მქონდა (პალერმო - რედ). თუმცა, ასევე მინდოდა ლავეცი და მის გამო ვიტირე, მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა“, - თქვა მარადონამ.

0.150992