„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 42 წლისაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ჯიჯი და “იუვეს“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი უკვე კარგა ხანია ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.
ბუფონი კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შავ-თეთრთა კარს 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
შეგახსენებთ, ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ პსჟ-ში გადავიდა და ერთ წელიწადში უკან დაბრუნდა. ამ პერიოდში იტალიელმა „ბებერი ქალბატონის“ ღირსება 667 შეხვედრაში დაიცვა.