ფეხბურთი

10:24 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "პაოლო მალდინის ვესაუბრე, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის"

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე იტალიელ ჟურნალისტ ლუკა სერაფინის ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გაესაუბრა.

კალაძემ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი:

„პაოლო მალდინის ვესაუბრე. იტალიაში ბევრი მეგობარი მყავს და ყველა მათგანის გამო შეწუხებული ვარ. ასეთი იტალიის ნახვა ადვილი არაა. იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩვენთანაც (საქართველოში) შეშინებულები ვართ, ვმუშაობთ, რომ ამ სიტუაციიდან კარგად გამოვიდეთ“, - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „მილანში“ 2001-2010, ხოლო „ჯენოაში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა.

0.130314