ფეხბურთი

14:52 | 16.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" ალეგრის ოცნების კოშკებს უშენებს

ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“ მასიმილიანო ალეგრის იწვევს. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბის ახალ მენეჯმენტს დიდი გეგმები აქვს და სატრანსფერო ბაზარზე 350 მილიონ ევროს გამოყოფენ.

ხელმძღვანელობის მთავარი სამიზნე კი იტალიელი სპეციალისტია, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

ალეგრის პირადი კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ „კაჭკაჭების“ პირობები მიმზიდველი იქნება, რადგან მასიმილიანოს სხვა გუნდების შეთავაზებებიც არ მოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ წვრთნიდა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დატოვა.

0.111299