ნიდერლანდელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი ნეიმართან შერიგებას არ აპირებს და განაცხადა, რომ ბრაზილიელთან ძველებურად აღარ იმეგობრებს.
„ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით მეგობრობას“, - თქვა კუიპერსმა.
შეგახსენებთ, ნეიმარსა და კუიპერსს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში ორჯერ, ბრაზილია - რუსეთისა და პსჟ - „ნაპოლის“ მატჩებისას მოხდა.
ორივე შემთხვევაში ნეიმარი კუიპერსის მსაჯობით უკმაყოფილო იყო და შესაბამის უწყებებს მისი დასჯისკენ მოუწოდებდა.