სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:38 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში!

სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ჩვენებური გამოცემა Goalpoint-მა გამოარჩია და 6.10 ქულითაც შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლური ნაკრები მთლიანად ადგილობრივი გრანდების, „პორტუს“, „ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ ფეხბურთელებით დაკომპლექტდა და მასში მოკრძალებული „სეტუბალიდან“ ქართველი კიპერის შეყვანა, კიდევ უფრო გამოსარჩევია.

მეკარე: გიორგი მაკარიძე (სეტუბალი)

მცველები: ხესუს კორონა (პორტუ), შანსელ მბემბა (პორტუ), ივან მარკანო (პორტუ), ნუნო სეკეირა (ბრაგა)

ნახევარმცველები: პიცი (ბენფიკა), ოტავიო (პორტუ), ადელ ტაარაბტი (ბენფიკა), ლუსიანო ვიეტო (სპორტინგი)

თავდამსხმელები: ვინისიუსი (ბენფიკა), რაფა (ბენფიკა)

შეგახსენებთ, რომ შეწყვეტილ სეზონში გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115913