ფეხბურთი

18:57 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს

იტალიურ „რომას“ „გენტის“ ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს უკავშირებენ. Il Messaggero-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ზაფხულში „ჯალოროსი“ ჯენგიზ იუნდერმა და დიეგო პეროტიმ დატოვონ, მათ შემცვლელად კი იტალიის დედაქალაქში ჩაკვეტაძეს მოიაზრებენ.

„რომას“ ზაფხულში ტრანსფერებისთვის 110 მილიონ ევროს გამოუყოფენ და ვინაიდან ფინანსური რესურსი შეზღუდული ექნება, ქართველის ხელში ჩაგდება უფრო რეალურია, რადგან მისი სატრანსფერო ღირებულება არც ისე მაღალია (თანამედროვე ფასებთან შედარებით).

„ჩაკვეტაძე დაიბადა, როგორც გამთამაშებელი, მაგრამ შემტევი ნახევარმცველის როლში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში, მათ შორის პაულუ ფონსეკას ფავორიტ სქემაში, 4-2-3-1-ში თავდასხმელის უკან. მიმდინარე სეზონში ქართველმა 15 თამაში ჩაატარა, მას შემდეგ, რაც მძიმე ტრავმა მოიშუშა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წელს გადავიდა და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.116307