ფეხბურთი

14:19 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა და რუგანი კორონავირუსს ამარცხებენ

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები პაულო დიბალა და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან განკურნებასთან ახლოს არიან.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პირველმა ტესტებმა ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, ახლა განმეორებითი ტესტირებაა საჭირო, რომ საბოლოო გამოჯანმრთელება დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ რუგანი ერთ თვეზე მეტ ხანს იყო დაინფიცირებული, ხოლო დიბალა 22 მარტიდან. გარდა ამისა, კორონავირუსი ტურინელთა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ბლეზ მატუიდიმ დაამარცხა.

0.10517