ფეხბურთი

19:31 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ისაკის ვარიანტიც განიხილება

კატალონიის „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ზაფხულში თავდამსხმელს შეიძინენ, რომელიც მომავალში ლუის სუარესს ჩაანაცვლებს.

მთავარ სამიზნედ ლაუტარო მარტინესი რჩება, მაგრამ „ბლაუგრანაში“ ალტერნატიული ვარიანტიც შემუშავებული აქვთ, რადგან „ინტერი“ არგენტინელთან შელევას ადვილად არ აპირებს.

როგორც ესპანური მედია წერს, „ბარსას“ თვალთახედვის არეში სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ შემტევი ალექსანდრ ისაკი მოექცა. 20 წლის შვედი ბასკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 34 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ისაკი 70 მილიონ ევროდ ფასობს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ლაუტარო მარტინესის ღირებულება.

0.111286