ფეხბურთი

0:25 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფონტი: "ბარსელონა" ქარიშხალისკენ მიექანება, რაც კლუბის გაკოტრებით დასრულდება"

კატალონიის „ბარსელონაში“ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, გუნდი ქარიშხალისკენ მიექანება, რომელიც შესაძლოა გაკოტრებით დასრულდეს. ამის შესახებ „ბლაუგრანას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დიდი ხანია კლუბის ხელმძღვანელობას აფრთხილებს, მაგრამ „ბარსელონა“ უფსკრულისკენ გიგანტური ნაბიჯებით მიემართება.

„დიდი ხანია ხელმძღვანელობას ვაფრთხილებთ, რომ კლუბი სრულყოფილი ქარიშხალისკენ მიემართება. თუ აქამდე რისკი დიდი იყო, ახლა გიგანტური გახდა. ჩვენ პანდემიის შუაგულში ვართ, რომელმაც შეაჩერა მთელი პლანეტა და გავლენას მოახდენს ყველა სექტორზე, მათ შორის სპორტზეც.

ამასთან, თვეების განმავლობაში ჩვენ მოქმენი ვიყავით კლუბის სამარცხვინო ესკალაციის პროცესთან, რომელიც ამ დღეებში დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრის წასვლით დასრულდა და საყვედურები არ კლებულებს.

შედეგი შესაძლოა საშიში გამოდგეს, კლუბი გაკოტრებისკენ მიიწევს. დირექტორთა საბჭოს დაშლა და შემოსავლების შემცირება პანდემიის გამო, ასევე არარეგალური სპორტული პოლიტიკა. გუნდში რამდენიმე კვირაა სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ლიონელ მესი ბართომეუს ხელფასების შემცირების გამო, ერიკ აბიდალს კი ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების ბრალდებებისთვის დაუპირისპირდა“, - განაცხადა ვიქტორ ფონტმა.

0.135154