ირანელი ბავშვი არათ ჰოსეინი ძალიან პოპულარული გახდა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც ლიონელ მესის მიმართა და უთხრა, რომ უყვარს.
შემდეგ კი არათმა ტექნიკის შესაშური დემონსტრირება მოახდინა და ამ ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ვიდეოს ინსტაგრამში თითქმის 2 მილიონი ნახვა აქვს, „ბარსელონამ“ კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
რაც მთავარია, არათ ჰოსეინის მისი კუმირი ლიონელ მესი გამოეხმაურა, რომელმაც ინსტაგრამში ირანელი ბიჭის პოსტზე კომენტარი დაწერა: „მადლობა არათ. დიდ კლასს ვხედავ, შთამბეჭდავია. გეხვევი“.