ფეხბურთი

0:41 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" ვარანი 5 მილიონ ევროდ არ იყიდეს, რადგან ეძვირათ

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ვილი სანიოლი რაფაელ ვარანის „ბაიერნში“ ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს. სანიოლის განცხადებით, გერმანულ გუნდში ვარანის ფასი ეძვირათ, როდესაც ის 18 წლის იყო.

„როდესაც „ბაიერნში“ ვიყავი, ერთ დღე მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ლანსში უნდა წავსულიყავი, სუპერსაინტერესო მოთამაშის სანახავად. მაშინვე მივხვდი, რამდენად ძლიერი იყო. პირველ ტაიმში საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა, ხოლო მეორე ნახევარში დაცვის ცენტრში გადაინაცვლა.

საბოლოოდ, „ლანსი“ ხელსაყრელ ფასზე დავიყოლიე, მაგრამ როდესაც დოსიე „ბაიერნში“ მივიტანე, მითხრეს, რომ ძალიან ძვირი იყო. ვარანი 4-5 მილიონი ევრო ჯდებოდა, მაგრამ მიუნხენში 18 წლის ფეხბურთელში ამ თანხის გადახდა არ უნდოდათ. ორი თვის შემდეგ ის მადრიდის „რეალში“ 10 მილიონად გადავიდა. დარწმუნებული ვარ, მადრიდში ბედნიერია, მაგრამ, როგორც სკაუტისთვის ჩემთვის იმედგაცრუებაა, რომ „ბაიერნში“ ვერ მივიყვანე ფეხბურთელი, რომელიც 10-12 წელი კლუბში დარჩებოდა“, - გაიხსენა სანიოლმა.

0.119679