ფამაგუსტას „ანორთოსის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან ფეხბურთელების საწვრთნელ პროცესში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ისინი ვარჯიშობენ და დარბიან, როგორც ყველა სხვა. იმის ნაცვლად, რომ ქუჩაში ირბინონ, სტადიონზე დარბიან, ორ-ორი ან სამ-სამი, მეტი არაფერი. არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს, სტადიონზე დიდი სივრცეა. თუ ეს პრობლემაა, სუპერმარკეტში 50-50 ადამიანი პრობლემა არაა? ფეხბურთელები მოედანზე 170 მეტრის სივრცეში იმყოფებიან“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია.