მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა 2006 წლის მუნდიალის ფინალის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ფრანგის განცხადებით, ზიდანს არ ელაპარაკებოდა და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოწია.
„თამაშის შემდეგ ზიდანმა ბოდიში მოგვიხადა (მატერაცისთან ინციდენტის გამო), მაგრამ მე არ მივიღე მისგან ბოდიში, არ მინდოდა მასთან საუბარი. ამისთვის არასწორი დრო შეარჩია, ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით.
ტუალეტში შევედი და 10 წუთში 250 ღერი (ალბათ, ვილიმ გადააჭარბა - რედ) სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ ზიდანთან ორი წელი არ მილაპარაკია. 2008 წელს, ჩემს ქორწილში მეუღლემ მითხრა, რომ დაგვეპატიჟებინა და ეს გავაკეთე, მაშინ შევურიგდი“, - აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთი იტალიასთან პენალტების სერიაში 3:5 დამარცხდა, ხოლო ზინედინ ზიდანი 110-ე წუთზე მარკო მატერაცისთვის მკერდში თავის ჩარტყმის გამო გააძევეს.