მილანის „ინტერისა“ და კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ივან რამირო კორდობამ განაცხადა, რომ ანდრეი შევჩენკო ყველაზე ძლიერი ფორვარდი იყო. სამხრეთ ამერიკელი საუკეთესოდ ბრაზილიელ რონალდოს თვლის, მაგრამ საკლუბო დონეზე მის წინააღმდეგ არ უთამაშია, ამიტომ, უკრაინელი გამოარჩია.
„ძალიან რთული იყო იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში, გიჟური ტექნიკა ჰქონდა. ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, თუ სივრცეს მისცემდი, ყველაფერი დასრულებული გახლდათ.
თუმცა, ჩემს ეპოქაში ყველაზე ძლიერი ანდრეი შევჩენკო იყო, ზოგადად საუკეთესო კი რონალდო გახლდათ, ფენომენი, მაგრამ მის წინააღმდეგ მხოლოდ სანაკრებო დონეზე მაქვს ნათამაშები“, - აღნიშნა კორდობამ.