უკვე თითქმის ერთი თვეა საფეხბურთო სამყარო გაჩერებულია, მაგრამ ფიფამ ყოველთვიური და ტრადიციული რეიტინგი მაინც გამოაქვეყნა, რომელშიც ლოგიკურია, რომ არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
ეროვნული ნაკრებები ისევ იმავე პოზიციებზე არიან განლაგებულნი, როგორც წინა თვეში. საქართველო ასეულის ბოლო ათეულშია და მადაგასკართან ერთად იყოფს პოზიციას.
...89. ლიბანი - 1269 ქულა
91-92. მადაგასკარი - 1267
91-92. საქართველო - 1267
93. ისრაელი - 1260
94. ვიეტნამი - 1251
95. კვიპროსი - 1251
...87. ბელარუსი - 1283
ცვლილებები არ მომხდარა არც მოწინავე ათეულში და ფიფას რეიტინგის ლიდერი კვლავინდებურად ბელგიის ეროვნული ნაკრებია, რომელსაც კვალში საფრანგეთის და ბრაზილია უდგანან.
1. ბელგია - 1765
2. საფრანგეთი - 1733
3. ბრაზილია - 1712
4. ინგლისი - 1661
5. ურუგვაი - 1645
6. ხორვატია - 1642
7. პორტუგალია - 1639
8. ესპანეთი - 1636
9. არგენტინა - 1623
10. კოლუმბია - 1622