„იუვენტუსი“ პაულო დიბალასა უახლოეს პერიოდში კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. მხარეები უკვე კარგა ხანია შეთანხმებულნი არიან, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.
მიუთუფრო, რომ თავად დიბალა COVID-19-ზე დადებითი ტესტისაა და ამან ხელშეკრულების გაფორმება შეაფერხა. თუმცა სიტუაციის ჩავლის შემდეგ Calciomercato-ს ინფორმაციით, პაულო ტურინელებთან კონტრაქტს 2024 ან 2025 წლამდე გაახანგრძლივებს, ხოლო სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეუერთდა, შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 216 თამაშში 91 გოლი აქვს გატანილი.