ქართველი კალათბურთელი საბა გიგიბერია NCAA-ს საკალათბურთო გუნდ „ჯორჯია ტექში“ ითამაშებს. ჩვენებურმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
18 წლის საბა გიორგი ბეჟანიშვილისა და სანდრო მამუკელაშვილის შემდეგ სტუდენტურ ლიგაში მესამე ქართველი მოთამაშეა.
გიგიბერია საქართველოს 18-წლამდე ნაკრების წევრია და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 8.5 ქულას, 6 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა, როდესაც პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში ირჯებოდა.