მილანის „ინტერი“ ლიონელ მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სენსაციურ ინფორმაციას არგენტინული გამოცემა TNT Sports-ი ავრცელებს.
როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, მესის „ნიუელს ოლდ ბოიზის“ წინადადებაც აქვს და საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, მაგრამ „ინტერის“ ხელმძღვანელობა მასთან კონტაქტზე უკვე იმყოფება.
შესაძლოა ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მესის „ინტერში“ ტრანსფერზე „ნერაძურის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც ისაუბრა.
აქვე გეტყვით, რომ არგენტინელ ვარსკვლავს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ჯერჯერობით მისი გახანგრძლივება არ მომხდარა.