მადრიდის „რეალისა“ და ხამეს როდრიგესის ურთიერთობა სრულდება. ესპანური მედიის ცნობით, კოლუმბიელი ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ აუცილებლად დატოვებს.
ხამესს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და შესაბამისად, დამდეგო ზაფხული ბოლო შანსია, რომ ესპანურმა გუნდმა მისი გასხვისებით ფული გამოიმუშავოს, რადგან მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.
ხამესის მომავალს ინგლისს ან იტალიას უკავშირებენ. პრემიერლიგაში ყველაზე მეტად ინტერესს კარლო ანჩელოტის „ევერტონი“ იჩენს. გარდა ამისა, დაინტერესებულ გუნდებს შორის „იუვენტუსი“ და „ნაპოლიც“ არიან.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი „რეალში“ „ბაიერნიდან“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.