იტალიის სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღები ცნობილია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლიგის ხელმძღვანელობა 24 მაისს, 31 მაისს და 7 ივნისს სეზონის განახლების ვარიანტებად განიხილავს.
საწვრთნელი პროცესი გუნდებმა შესაძლოა 20 დღეში დაიწყონ, ხოლო სეზონის დასრულება ივლისის შუა რიცხვებში ივარაუდება.
არაა გამორიცხული, რომ თავდაპირველად სეზონი უმაყურებლოდ განახლდეს. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.