ფეხბურთი

1:30 | 8.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალი არიან. Goal-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ციხე უკვე დატოვა.

სამხრეთამერიკელმა და მისმა ძმამ თავისუფლებისთვის 1.6 მილიონი ევრო გაიღეს, თუმცა ჯერჯერობით შინაპატიმრობაში რჩებიან, რომელსაც ასუნსიონის ოთხვარსკვლავიან სასტუმროში იქამდე მოიხდიან, სანამ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, რონალდინიო ერთ თვის წინ პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში გაყალბებული პასპორტების გამო დააპატიმრეს.

თეგებირონალდინიო
0.117135